კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკი ოქტომბერში გაიხსნება

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ოქტომბერი 2021
გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ოქტომბერში დასრულდება

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების მოწყობა, საზაფხულო კინოთეატრისა და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სპორტული მოედნის მშენებლობა, გურჯაანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 9 ჰექტარია
პარკში განახლდება მწვანე საფარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათების ბოძები, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები, პარკი დაიყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნილების სივრცეებად და შეემატება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია „ენ სი სი“ ასრულებს. შეგახსენებთ, რომ პარკის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია