კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში ყველა საბავშვო ბაღი დაიხურა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ნოემბერი 2021
კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, საგარეჯოს ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ speqtri.ge-ს საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ელზა გილაშვილმა განუცხადა.
"არცერთი ბაღი არ დარჩა, სადაც კორონავირუსი არ ჰქონოდა ან აღმზრდელს, ან მზარეულს, ან აღსაზრდელს. პროცესი 15 ნოემბრამდე შეჩერდა, თუმცა ზუსტად არ ვიცით, გაიხსნება თუ არა. დღესაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. რა ეპიდვითარება იქნება კახეთში, ამაზე ვართ დამოკიდებული," -აღნიშნა გილაშვილმა.                   
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ბაღები დაიხურა, ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშიც.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია