კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში რვა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ნოემბერი 2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რვა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთი სააღმზრდელო პროცესი განახლებულ შენობაში გაგრძელდება. როგორც speqtri.ge- ს ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ელზა გილაშვილმა განუცხადა, ზოგ საბავშვო ბაღში რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა,ზოგან კი - უნდა დაიწყოს.

-" სრული რეაბილიტაცია ხორციელდება ყანდაურის, კაკაბეთის #1, დიდი ჩაილურის, თოხლიარის, გიორგიწმინდის, პატარძეულის #1, ხაშმის საბავშვო ბაღებში. მოეწყობა ცენტრალური გათბობაც. წყაროსთავშიც უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდერი ჩაიშალა. კაკაბეთის ბაღი ამორტიზებული იყო, სამხარაულის დასკვნით უნდა გაკეთდეს დემონტაჟი და ახალი აშენდეს.

როგორც იცით, სასწავლო პროცესი კორონავირუსის გამო, ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში შეწყვეტილია. თუ განახლდება, აღსაზრდელები რეაბილიტაციის გამო სხვა ბაღებში გადანაწილდებიან. მხოლოდ ხაშმის ბაღის აღსაზრდელები ვერ ივლიან სხვაგან, სოფლის მდებარეობის გამო, " - აღნიშნა გილაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სულ 32 საბავშვო ბაღია და რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია