კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ქუჩაში გამოცდის ჩაბარების ელემენტი ემატება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2021
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.
კანონპროექტი ითვალისწინებს:

• სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში;

მოპედების რეგისტაციას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება მართვის მოწმობის ჩაბარება რეალურ პირობებში მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო 7 ნოემბრიდან ყველა დანარჩენი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვისაც.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია