კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის დასკვნა

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2021
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს.

„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.“-ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის დასკვანში

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ , რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის რისკის განმსაზღვრელი ფაქტორებია:

1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება
2. ვერნიკეს ენცეფალოპათია
3.პერსისტენტული ჰიპოკალემია- 08.11.2021 იდან
4. ანემია- თალასემია+ გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა
5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა
6. მაღალისტრესული გარემო

ცნობისთვის, ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
გრიგოლ ხურციძე - შინაგანისნეულებები/ჰოსპიტალურიმედიცინა
გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი
გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი
აიდაგ ოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკურიონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი
თენგო წულაძე - ნევროლოგი
ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი


შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულად შეფასების მიზნით.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია