კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2021
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობაზე.
„აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს,“-ნათქვამია განცხადებაში.


ნინო ლომჯარიას აზრით, ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობაა მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო პრინციპებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის საქართველოში აკრედიტებულ მისიებსა და ომბუდის გაერთიანებებს, რომ მათ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ.

განცხადებაში ასევე ნათქვავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას. აქედან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ სამომავლოდ ექსპერტებმა უარი თქვან სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.



„ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად. სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით, მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით, “- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სამედიცინო დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებას, რადგან მათ მოახერხეს მოკლე ვადებში შეფასების მომზადება. ნინო ლომჯარია მოუწოდებს პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია