კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ღასან ხალილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოროს მუშაობა პანდემიის პერიოდში დადებითად შეაფასა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2021
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცნინაციასა და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს.

სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხზე საუბრისას ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მხრიდან სასკოლო კვების საკითხზე დაინახა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება. გადაიდგა საპასუხო ქმედითი ნაბიჯები – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად,-ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

ღასან ხალილის თქმით, საქართველოში ყველა მასწავლებელი არის ნამდვილი გმირი, რადგან მათ შეძლეს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ათვისება. მან აღნიშნა, რომ ონლაინსწავლება არც მოსწავლეებისთვის ყოფილა მარტივი და მათი აკადემიური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში შენარჩუნება.

ღასან ხალილი ასევე შეეხო მასწავლებელთა ვაქცინაციას და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ ძალისხმევას ამ პროცესში. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის თქმით, ერთობლივი მუშაობის შედეგად ორ თვეში მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 9%-დან 69%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია