კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილთან ექპერტთა ჯგუფის დამატებითი ვიზიტი შედგა

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2021
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მეთვრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.
სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექპერტთა ჯგუფის მიერ პროგნოზირებადი ერთ-ერთ კლინიკური დამძიმება გუშინ გამოუვლინდა.

„18 ნოემბერს, გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში, რათა მოხდეს ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასება. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს“,-ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

17 ნოემბერს ექპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა და შესაძლო გართულებების პროგნოზირებაც მოახერხა, თუმცა სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება-ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა.

სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციურ სამსახურს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის, ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ მოხდეს, რადგანაც არსებობს კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რომელიც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია