კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს გიორგობაა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2021
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

წმინდა გიორგი საქართველოს მეოხი და მფარველი წმინდანია. ისტორიიდან ცნობილია, თუ როგორ იბრძოდა წმინდა გიორგი ხილულად ქართველთა ლაშქარში დიდგორისა და ბახტრიონის ბრძოლებში. საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან და საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

23 ნოემბერს აღინიშნება წმინდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმინდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, ექვს მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია