კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარიამჯვარში ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მაისი 2022

ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მარიამჯვრის ნაკრძალთან მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ინფორმაციას ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.



პროექტი, რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მერიის ინფორმაციით, ახალი გზა ვიზიტორებს დააკავშირებს როგორც მარიამჯვრის ნაკრძალთან, ასევე ორ სოფელს - ანთოკს და მარიამჯვარს.

პროექტი ითვალისწინებს 4 კმ. გრძივი მეტრი გზის მოასფალტებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის ბიუჯეტიც 1 839 888 ლარს შეადგენს.

როგორც მერიაში განმარტავენ. განახლებული გზა ხელს შეუწყობს მარიამჯვრის ნაკრძალის პოპულარიზაციასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის საერთო სოციალურ მდგომარეობას.

"მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნას საფუძვლად დაედო კავკასიის რელიქტის - სოსნოვსკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.

აღნშნულიდან გამომდინარე, სოფელ მარიამჯვართან მისასვლელი გზის და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად ადგილობრივებს დაეხმარება მცირე ბიზნესის წამოწყებაში, ხოლო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ასევე, ხელს შეუწყობს ნაკრძალის ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევით საქმიანობებს," - აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

გარდა ამისა, სოფელში მოეწყობა საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები, რაც აუცილებელი პირობა გახდება ვიზიტორთა ზრდის ტემპიდან გამომდინარე და ხელი შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.



 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია