კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში 2 მინიმოედანი გაიხსნა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მაისი 2022
თელავში, თამარის ქუჩაზე ( სამხედრო ქალაქის ტერიტორია ) და სოფელ რუისპირში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნები გაიხსნა.


მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თელავის მუნიცილაპალიტეტის მერმა სპორტული ინვენტარი გადასცა.

მერიის ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 120 ლარი დაიხარჯა.

,,ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ამ მოედანზე შეკრებილ ბავშვებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდი მინი მოედნის მოწყობას და პირობა შევასრულე. ბავშვებს საფეხბურთო კლუბ ,,თელავის,, ფეხბურთელებიც შეხვდნენ და სპორტული ინვენტარიც გადავეცით. ორივე ლოკაციაზე მინი მოედნების მოწყობის სამუშაობზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა,"- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

როგორც თელავის.მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ ერთი მინიმოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ართანაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია