კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებულები დააჯილდოეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მაისი 2022
გურჯაანის სპორტკომპლექსში სასკოლო კომპლექსური სპარტაკიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

სასკოლო სპარტაკიადა სპორტის შვიდ სახეობაში: – ჭადრაკში, ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში მიმდინარეობდა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პირველობა სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ სპორტულ სახეობებში გამარჯვებული და პრიზიორი სკოლების მოსწავლეებიც.

სასკოლო კომპლექსური სპარტაკიადა ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია