კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პენსიონერებს მომსახურებას კვლავ „ლიბერთი ბანკი“ გაუწევს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2022

პენსიონერთა მომსახურების ტენდერში კვლავ ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ლიბერთი ბანკს“ აქვს შესაბამისი გამოცდილება, რაც მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია.

"ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7-წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ.
გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები," - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, ბანკი მომხმარებლებს მომსახურებას 7 წლით - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ ტენდერი 12 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი, 16 მაისს დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 მილიონი ლარია.





 


 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია