კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში „საჯაროდ სიტყვით გამოსვლის“ კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2022
გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული „საჯაროდ სიტყვით გამოსვლის“ კონკურსის დაჯილდოება გაიმართა.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ვეფხვაძე Speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, პროექტში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩართული იყო 200-მდე მონაწილე.

"საჯაროდ სიტყვით გამოსვლის კონკურსი მიმდინარეობდა ხანგრძლივად, აპრილის თვეში დაიწყო და ახლა, დეკემბერში დასრულდა. კონკურსი იყო რამდენიმეტურიანი, სადაც ეტაპიდან ეტაპამდე კონკურსის გზით გადაგვყავდა ახალგაზრდები. პროექტის მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებში განგვევითარებინა არგუმენტირებული მსჯელობა, სიტყვით გამოსვლის ტექნიკები, ორატორული უნარები და მეტყველების კულტურა. დღეს გვაქვს დაჯილდოების ცერემონია, სადაც დავაჯილდოვებთ აქტიურ მონაწილეებს, კონკურსების შედეგად არჩეულ საუკეთესო მომხსენებლებსა და საჯაროდ საუკეთესოდ გამომსვლელ ახალგაზრდებს,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში GIDE-ს(საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი) ხელმძღვანელი სოფო ვეფხვაძე.

ცნობისთვის, პროექტის მხარდამჭერი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია