დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ოზაანში
ახალი საჯარო სკოლა შენდება.
მათივე თქმით, ახალი სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.
"სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დედოფლისწყაროს თვითმმართველობის
ზედამხედველობით ხორციელდება,"-აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2024 წლის
დასაწყისში დასრულდება. მისი ღირებულება 2 900 000 ლარია.