კახეთი
საშობაო კონცერტები გურჯაანის 6 სოფელში ჩატარდება
კულტურა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
20 დეკემბერი 2022
წელს გურჯაანი ახალ წელს გამორჩეულად ხვდება. გარდა იმისა, რომ 25 და
31 დეკემბერს კონცერტები ჩატარდება ქალაქ გურჯაანში, სადღესასწაულო
ღონისძიებები 6 დიდ სოფელშიც გაიმართება.
როგორც speqtri.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ
ფურცელაძემ განუცხადა, ადგილობრივი შემსრულებლების საშობაო კონცერტები
ყველა სოფელში 15 საათზე დაიწყება.
განრიგი კი ასეთია:
26 დეკემბერი: სოფელი ბაკურციხე;
27 დეკემბერი: სოფელი ვეჯინი;
29 დეკემბერი: სოფელი ველისციხე;
30 დეკემბერი: სოფელი ვაჩნაძიანი;
3 იანვარი: სოფელი არაშენდა;
5 იანვარი: სოფელი კაჭრეთი.
26-დან 6 იანვრის ჩათვლით ყველა სოფელს ესტუმრება თოვლის პაპა და
ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებს. აღნიშნული ღონისძიების განრიგი
მოგვიანებით გახდება ცნობილი.