გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრისა და სოფელ გურჯაანის
საზღვარზე მდებარე ჭაბურღილთან, რომლითაც ორივე სოფლის მოსახლეობა
სარგებლობს და საქონელსაც ამ ტერიტორიაზე აძოვებს, დაყრილია დიდი
ოდენობით სისხლიანი სინჯარები და სხვა სამედიცინო ნარჩენები.
ამ ფაქტმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
ადგილობრივების თხოვნის შემდეგ, დავხმარებოთდით ამ პრობლემის
მოგვარებაში, საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge-ს გადამღები ჯგუფი
აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩავიდა და ფოტომასალა მოიპოვა. საკითხის
გასარკვევად გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს
დავუკავშირდით.