კახეთი
საგარეჯოში სროლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაიჭრა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 თებერვალი 2023
საგარეჯოში კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან
განხორციელებული სროლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაიჭრა.
მათ შორისაა შინაგანსაქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.
„გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის
აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა
განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში
მყოფი 5 ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი
გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება,
ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს
სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია
განახორციელა.“ - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა
და ტარებას გულისხმობს.