კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი-ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 თებერვალი 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნავთობის ფასი გონივრულ ზღვარზე უნდა ჩამოიწიოს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი.

„ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა. თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ უკვე ოფიციალურ დადასტურებულ საბოლოო სურათს. აქაც ჩვენი ჩარევის შედეგად დარეგულირდა, შემცირდა ფასები. არსებობს მაღალი მარჟები და მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც ასევე მიუღებელია. მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80, 90 თეთრიანი და თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი.“- განაცხადა პრემიერმა.







დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია