თბილისის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" მებრძოლებმა მორიგ წარმატებას
კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე მიაღწიეს. კლუბის გურჯაანელმა
მებრძოლებმა ამჯერად 4 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
" დიდ საერთაშორისო ტურნირზე ვიმყოფებოდით 28-29 იანვარს.
სპორტსმენები მონაწილეობდნენ საქართველოს მრავალი კუთხიდან. ბიჭებმა
საკმაოდ კარგად იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირზე და წარმატებასაც
მიაღწიეს. პირველი ადგილები დაიკავეს საბა ჩაფიძემ, ნიკა სიბაშვილმა,
თემური შავლიაშვილმა და ლაზარე სეისიანმა. შაკო სონღულაშვილი კი მეორე
ადგილის მფლობელი გახდა," - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში კლუბის
მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი.