ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა
ახალი საკვანძო ნომინაციების კანდიდატურები წარადგინა. თეთრი სახლის
მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული
ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩად რობინ დანიგენი წარადგინა.