კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნადირობის სეზონი სრულდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მარტი 2023
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება.
მათივე თქმით, 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება და აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს.

უწყების ცნობით, ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები.

ცნობისთვის, ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია