კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი-დავით სონღულაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2023
გურჯაანის,სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო.
მისივე განმარტებით, ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და თვლის, რომ თავადაც დიდი შეცდომა დაუშვა.

“მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.

არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.

ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა.

ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული.”- წერს დავით სონღულაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დავით სონღულაშვილი ერთ-ერთი მათგანია იმ 76 დეპუტატიდან, რომელთაც ე.წ აგენტების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია