შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში გიმნაზიის დამფუძნებელი ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020

გურჯაანში გიმნაზიის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა.

1990 წელს ძმებმა გურამ და ოთარ ჭილაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გურჯაანში გიმნაზია დააარსეს. თავდაპირველად გიმნაზიაში მოსწავლეებს ფიზიკას, მათემატიკას და ჰუმანიტარულ მეცნიერებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ.

1991 წელს გიმნაზიის დირექტორი ოთარ ჭილაშვილი გახდა. მისი დამსახურებით სკოლაში გაძლიერებული სწავლა იყო. განსხვავებული გაკვეთილები ტარდებოდა. მან ჩამოაყალიბა საზაფხულო სკოლა და მოსწავლეები გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მიდიოდნენ. შარშან გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლეებმა ოთარ ჭილაშვილს განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ხატია ზაკალაშვილი იყო, რომელმაც ღონისძიების ორგანიზატორი იყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია