შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ჩანტლისყურეში ადგილობრივებმა გააკეთეს წარწერა “დარჩით სახლში”

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეში ადგილობრივმა მოსახლეობამ გააკეთა წარწერა “დარჩით სახლში”.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მაღალი თვითშეგნების მაგალითი.

,,ჩვენი ეთნიკური უმცირესობის გზავნილი. ჩვენი ჩანტლისყურელი ძმები ასეთი ფორმით გამოხატავენ უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მაღალი თვითშეგნების მაგალითს. საამაყო და მისაბაძი ადამიანები”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე როსტომ სესიაშვილი.

ჩანტლისყურე ყვარლის 12 კილომენტში, ზღვის დონიდან 350 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ძირითადად დასახლებულია ხუნძებით, დაღესტნური წარმოშობის მოსახლეობით.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე არის გამოცხადებული. 31 მარტს დილის 8 საათიდან კი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და 21 საათიდან კი ე.წ. კომნედანტის საათი გამოცხადდება.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად უკვე 148 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტპაზე კახეთში, მათ შორის ყვარლის მუნიციპალიტეტში, კი COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია