შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ველისციხეში ბიზნესმენი ეკონომიკურად შეჭირვებულ 50 ოჯახს დაეხმარა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ადგილობრივმა ბიზნესმენმა პეტრე სულხანიშვილმა ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცა.

მერიაში განმარტავენ, რომ სასურსათო პაკეტი ეკონომიურად შეჭირვებულმა, სოციალურად დაუცველმა და ობოლ ბავშვთა 50-მა ოჯახმა მიიღო.

,,სასურსათო პაკეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ, რომელშიც რამდენიმე სახეობის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი შედიოდა.

სურსათის დარიგებაში მონაწილეობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელებმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მიიღეს. დიდი მადლობას ყველას ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია