შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020

თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

შემთხვევა სოფელ კონდოლთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ კონდოლთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ამოტრიალდა, შემდეგ კი აალდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. შემთხვევის დროს, ავტომობილის მძღოლმა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და ექსპერტები.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანის ამოტრიალების მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია