შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ახმეტაში შატოს ტიპის სასტუმროს აშენებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2020

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ქალაქ ახმეტაში შატოს ტიპის სასტუმროს აშენებს. შვიდი ათას კვადრატულ მეტრზე, წინაპრების დატოვებულ მამულში, სასტუმრო სექტემბერში გაიხსნება.

მისი თქმით, 19 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს, რომლის დიდი ნაწილი ბანკიდან აღებული სესხია.

„სასტუმროს ახმეტის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სათიანოში ვაშენებ. 10-15 წლის წინ მამაჩემმა კახური კოშკის მშენებლობა დაიწყო, მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა, უნდოდა პატარა მარანი გაეკეთებინა, თუმცა შემდეგ მშენებლობას თავი დაანება. ტერიტორიაზე, სადაც ძველი კოშკია აშენებული, განსხვავებული დიზაინით მოეწყობა ნომრები, ოთახებს ჩემი წინაპრების სახელები ერქმევა.

აქ განთავსებული იქნება ძველი ავეჯი. იქვე არის მეორე შენობა, რომელიც ახალი აშენებულია, იქ 12 თანამედროვე ნომერი მოეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ჩემი წინაპრების მიერ აშენებული ძველი მარანი, თავისი ქვევრებით. აქვე გვაქვს 7 ჰექტრამდე ვენახი“, – აცხადებს გიორგი უშიკიშვილი.

,,კომერსანტის” ინფორმაციით, სასტუმრო განსხვავებული ინტერიერით მოეწყობა და ეს იქნება ადგილი, სადაც ქართული ადათ-წესები და არქიტექტურა თანამედროვე კონცეფციას იდეალურად შეერწყმება. სასტუმროს აქვს ტერასები, საიდანაც კახეთის და პანკისის ხეობის ულამაზესი ხედი იშლება.

მისი განმარტებით, სასტუმროში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო, დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას და მასტერკლასს.
სასტუმრო კომპლექსს „გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი“ ერქმევა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია