შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“სიღნაღის მერსა და სოფლის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა”

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორ სოფელში მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მერიაში განმარტავენ, რომ სოფელ მაღაროსა და ბოდბეში მერის წარმომადგენლები არა პირადი კონფლიქტის, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით გათავისუფლდნენ.

,,მაღაროსა და ბოდბეში მერის წარმომადგენლებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამსახურებრივი საკითხების გამო არაერთი სიტყვიერი შენიშვნა და გაფრთხილება ჰქონდათ მიღებული, რის შემდეგაც მერმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა მათთვის სახელშეკრულებო ვადა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერსა და სოფლის წარმომადგენლებს ფიზიკურ დაპირისპირება არ ჰქონიათ.

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გიორგი გოგილაშვილმა მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილზე დასწრებისგან და წარმომადგენლებს სთხოვა იგივე მოსახლეობაში გაევრცელებინათ მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსის პრევენციის გამო.

ამასთან, მან წარმომადგენლებს გადასცა საშვები, რათა არსებული შეზღუდვების გამო, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის დახმარება აღმოეჩინათ, რომელზეც სოფელ ბოდბის წარმომადგენელმა უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ შეზღუდვები მოსახლეობის წინააღმდეგ იმიტომ დაწესდა, რომ ისინი ტაძარში არ წასულიყვნენ და მას კი საშვი ასეთი დავალებების შესასრულებლად არ სჭირდებოდა. რეალურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოეული სოფლისა თუ ქალაქის წარმომადგენელი, გადაადგილების შეზღუდვისას, მოსახლეობას აუცილებელ პროდუქტსა თუ მედიკამენტს თავად მიაწვდიდა”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყება ასევე კატეგორიულად უარყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილსა და ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე იაკობს შორის შორის დაპირისპირებას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია