შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფერმერული გაერთიანებები პოლიტიკურ სპექტრს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020

ფერმერული გაერთიანებები პოლიტიკურ სპექტრს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

ისინი გუშინ შალვა ნათელაშვილის გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ბრალდება ფერმერ ნიკოლოზ ბენიაიძის მიმართ იყო დაუსაბუთებელი.

„ერთობლივი განცხადებით გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ შალვა ნათელაშვილის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჩვენი ფერმერის, ფერმერთა სათათბიროს წევრისა და საქართველოს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძის მიმართ.

ჩვენ, ყველა ხელმომწერი ასოციაცია ვერ შევეგუებით ვერც ერთი ფერმერის რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვას და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი ინტერესების დასაცავად.

შალვა ნათელაშვილის განცხადება ატარებს სწორედ ცილისმწამებლურ ხასიათს. მასში არ არის მითითება არავითარ მტკიცებულებაზე. იგი, ასევე, არ შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შესაძლებელია, გადამოწმდეს, იმ დროს, როცა ნიკოლოზ ბენიაიძე დადანაშაულებულია საკუთარი სამშობლოს ღალატში, ამომრჩევლის მოსყიდვასა და მათ ტერორში.

ვფიქრობთ, მსგავსი შინაარსის განცხადებები, მით უფრო, პოლიტიკური/საჯარო პირის მიერ კერძო პირის მისამართით გაკეთებული, უაღრესად სახიფათოა ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისათვის. სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ იგი არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე,“- ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, ფერმერთა ასოციაცია შალვა ნათელაშვილისგან მისი ბრალდებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია