აჭარა
2 მასწავლებელი აჭარიდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა
განათლება
წყარო:
http://batumelebi.netgazeti.ge /
ბათუმელები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
15 ივნისი 2019
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. ათეულში მოხვდა ორი მასწავლებელი აჭარიდან:
მაია მენაბდე, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი 10 მასწავლებლის ვინაობა ცნობილია
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში სულ 74 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან რვა მასწავლებელი იყო აჭარიდან.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შესულ მასწავლებლებს წინ გასაუბრება ელით ჟიურისთან, რის შედეგადაც, 1 სექტემბერს, გამოვლინდება ჯილდოზე წარდგენილი 5 საუკეთესო მასწავლებელი, 2019 წლის 5 ოქტომბერს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც დასახელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან გაიცემა, ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაა, 2018 წელს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. მას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს მონაწილე.
______________
ფოტოზე: მაია მენაბდე და ინგა მოსიძე. ფოტო FB