იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვანის მუნიციპალიტეტში მურა დათვზე უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა მურა დათვზე კანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ამოღებული ნივთმტკიცებულებები - დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.


მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი  გარეული ცხოველია, შესაბამისად,  გარემოსთვის  მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს.  გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.   

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია