იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

18 ნოემბერს თბილისში "გლობალური მეწარმეობის კვირეული - 2019" იხსნება

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2019

 

18 ნოემბერს თბილისში "გლობალური მეწარმეობის კვირეული 2019" იხსნება და 24 ნოემბრამდე გაგრძელდება, რაც გულისხმობს რამდენიმე ღონისძიების გამართვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


‘’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება , მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მოტივაცია და მხარდაჭერა.

 

ყოველი წლის ნოემბერში პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000 -ზე მეტი ღონისძიება,10 000 ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი.

 

გლობალური მეწარმეობის კვირეული საქართველოში ხორციელდება გლობალური სამეწარმეობის ქსელის ( GEN Georgia-ს) მიერ აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით , ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან თანამშრომლობით, პროექტის გენერალური მედია პარტნიორი Entrepreneur..

 

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 23 ღონისძიება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქვემოთ მოცემულ ქალაქებსა და რეგიონებში :

1. თბილისი

2. ბათუმი

3. პანკისის ხეობა, სოფელი დუისი

4. ახმეტის რეგიონი, სოფელი საკობიანო

5. ხულო

6. მარნეული

7. ბოლნისი

8. გორი

9. ახმეტა

10. ზუგდიდი

11. ახალციხე

 

კვირეულის ფარგლებში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის :

• ამბის თხრობა - ქალები რომლებიც შთააგონებენ

• სტარტაპ ექსპო

• საერთაშორისო კონკურსი საქართველოში ინოვაციური ქალაქების გამოსავლენად City Challange

• საერთაშორისო კონკურსი  Get in the Ring ინოვაციური სტარტაპებისთვის

•Speed Dating - ბ2ბ შეხვედრები სტარტაპებისა და ბიზნეს კომპანიების ერთმანეთთან დასაკავშირებლად

• Space Hack  - ჰაკათონი კოსმოსისა და ტურიზმის სფეროში ინოვაციური გადაწყვტილებების გამოსავლენად

 

იხილეთ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვებ გვერდზე - https://gew.ge 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია