შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ოქტომბერი 2021
სოფელ ბატიურში, რომელიც ბესტავაშვილებს (ბესტაუთებს) ეკუთვნოდათ, დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი - დურმიშხან ფილიშვილი ცხოვრობს, თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში (მდინარე ძამის მარჯვენა შენაკადი). დუბი წარმოშობით სოფელ თრეხვიდანაა, სადაც მხოლოდ მღვდლები არიან. თრეხვსა და ბატიურს ერთმანეთს ერთი დიდი მთა აშორებს. ,,ამ ამ ტყეში ვმუშაობდი ახალგაზრდობაში და ჩემი პურის ლუკმას ტყიდან ვშოულობდი, მერე ახლა უკვე დავბერდი, 68 წლის ვარ... მერე აქ ცხოვრობდა ერთი ქალი ბესტაუთი ფართუშა, არავინ ჰყავდა და ამ ქალს ვუზიდავდი - პროდუქტი იყო თუ რა, მე ვხედავდი. მერე ასე მითხრა - ,,რა ადგილებიც მაქვს, იმას მოგცემ და დამმარხეო“ - ახლა ისეთი გასაოცარი ადგილებიც არაა, მაგრამ ავიღე და როგორც მითხრა, ისე შევუსრულე, ანდერძი მომცა თავის ადგილებზე, ნოტარიუსის საბუთი, სხვა, და ერთი-ოც წლამდე აქ ვცხოვრობ და დავრჩი და დავრჩი აქ მარტოდ.““ - ამბობს დურმიშხან ფილიშვილი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია