შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნაადრევი მეხუთე ტალღა და ეპიდვითარება შიდა ქართლში

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2021
საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღის ფაზაშია. ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლმა, ამირან გამყრელიძემ 17 ოქტომბერს გააკეთა. ერთი თვის წინ, 24 სექტემბერს, იგი ვარაუდობდა, რომ მეხუთე ტალღა ნოემბრის ბოლოსთვის იყო მოსალოდნელი. თუმცა, ვარაუდი არ გამართლდა და ქვეყანა უკვე მეხუთე ტალღას ებრძვის. „ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია