დრიფტი ბოლნისში

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

მოყვარულები, პროფესიონალები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდნენ, 9 სექტემბერს ქალაქის შემოსასვლელთან შეიკრიბნენ და დრიფტის დაწყებამდე სტარტი აიღეს.

40-მდე მრბოლელი ერთმანეთს რთულ და ექსტრემალურ მანევრირებაში ეჯიბრებოდნენ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა სპორტსმენებმა მაყურებელს ლამაზი სანახაობა აჩვენეს, რომელიც მძაფრი შეგრძნებებითა და ადრენალინით იყო გაჯერებული.

სპორტულ შოუს, რომლის მიზანია უსაფრთხო გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესი, საქველმოქმედო აქციით ბოლნისის „სახალხო აფთიაქიც“ შეუერთდა. მრბოლელებს სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებმა მედიკამენტები, საჩუქრები და 40%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადასცეს. დრიფტის დასასრულს კი, მონაწილეებს და სტუმრებს  უგემრიელესი ტორტით გაუმასპინძლდა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია