შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

ბოლნისქალაქობისადმი მიძღვნილი ერთკვირიანი ტურნირი ჭადრაკში დასრულდა.

საჭადრაკო სკოლა „ნონას“ მოსწავლეები 5 ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობდნენ.

„ბავშვები კარგად არიან მომზადებულები, რაც  მათი მწვრთნელების  კოტე რეხვიაშვილის და ხვიჩა მაღრაძის დამსახურებაა. მოსწავლეები 10-12-14 და 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში იღებდნენ მონაწილეობას, 14 წლამდელებში კი ორ კატეგორიად – გოგონები, ვაჟები. ტურნირს დადებითად ვაფასებ და აღვნიშნავ, რომ ეს კვირეული ევროპის სპორტულ კვირეულსაც ეძღვნება“. განაცხადა საჭადრაკო სკოლა „ნონას“ დირექტორმა, მერაბ ურუმაშვილმა.

ტურნირი ჭადრაკში 21 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბერს დასრულდა,  მასში გამარჯვებული ბავშვები კი თბილისში, საკვალიფიკაციო ტურნირზე, თანრიგების მინიჭებისთვის მიიღებენ მონაწილეობას.

ბოლნისობისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები:

10 წ.

I რეხვიაშვილი ლიზი

II ფურელიანი ქართლოსი

III კირკიტაძე ნიკა

12 წ.

I ასლანიშვილი ნოე

II ბაკურაძე ნიკა

III ბიწაძე დიმიტრი

14 წ – ვაჟები:

I  კიკოლიაშვილი ნიკა

II რეხვიაშვილი ლუკა

III  ბიწაძე ნიკა

 

14 წ –  გოგონები:

I მამულაშვილი სალომე

II რეხვიაშვილი ლიკა

III კავლელაშვილი ანა

 

16 წ.

I ბეჟანიშვილი გიორგი

II ბაგიროვი ნიკა

III  ბარტყულაშვილი შალვა

 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია