პროექტის „ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში მოეწყო, საუბრის თემა ტრაქტატი-ანექსია და ოკუპაცია იყო. მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ განიხილეს და იმსჯელეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. შეხვედრა სემინარის რეჟიმით მიმდინარეობდა. გაიმართა დისკუსია, პროექტის წარმომადგენლებმა ოკუპაციის თემაზე სხვადასხვა მწერლების ლიტერატურული კომპოზიციები წარმოადგინეს, შეხვედრაში აქტიურად ჩაებნენ კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდება. მისი მიზანია, რეგიონებში კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის სტიმულირება, წახალისება და ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების, კომპონენტების დანერგვა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში 2019 წლის მანძილზე 12 აქტივობა განხორციელდება, რომელიც დატვირთული იქნება შემეცნებითი, ინტელექტუალური, სახელოვნებო და თეატრალიზებული კომპონენტებით.
„თვეში ერთხელ ჩატარდება ერთი აქტივობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემებს. პირველი შეხვედრა 14 თებერვალს ჩატარდა, რომელიც ეხებოდა კულტურის როლს ინდივიდს განვითარებაში, დღევანდელი შეხვედრის თემაა ანექსია და ოკუპაცია, მიმოვიხილეთ ზოგადად საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, შეხვედრა სემინარის, დისკუსიის და ლიტერატურული კომპოზიციის წაკითხვის ფორმატით წარიმართა. იყო მოსწავლეების ჩართულობა, გაიმართა თამაშები, აქტიურ მოსწავლეს გადაეცა პრიზები. ამ პროექტით მოსწავლეები ეჩვევიან საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას, მსჯელობაში ჩართულობას, ისინი არაფორმალური განათლებით იღებენ დამატებით ინფორმაციას და ახალ უნარებს. აღნიშნა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ხელმძღვანელმა თამარ ადამიამ.