შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში სანაგვე ურნებს დეზიფექცია უტარება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020

"მომსახურების ცენტრი“ ქ. ოზურგეთში სანაგვე ურნებს დეზიფექციას უტარებს

ამ წუთებში ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მომსახურების ცენტრი ქ. ოზურგეთში არსებულ სანაგვე ურნებს სპეციალური ხსნარით ამუშავებს.
როგორც „მომსახურების ცენტრის“ დირექტორმა თენგიზ ქუტიძემ გვითხრა, ისინი სანაგვე ურნებს ამუშავებენ იოდზეფის 10 %-იანი ანტისეპტიკური და სადეზიფექციო ხსნარის ნაზავით. ამ ეტაპზე ქალაქში ყველა ურნა დამუშავდება. „მომსახურების“ ცენტრი სათანადო წესების დაცვით მოსახლეობის მომსახურებას გააგრძელებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია