შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეკლესიამ 27 ტრანსგენდერ ქალს პროდუქტი გაუგზავნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 27 ტრანსგენდერ ქალს პროდუქტი გაუგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ტაძარი ანონიმურობას არჩევს, ამიტომ უცნობია, რომელმა ტაძარმა გაუგზავნა ქალებს საკვები პროდუქტი.

როგორც ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, ტრანსგენდერმა ქალებმა მადლიერების ნიშნად ეკლესიას მათი გამოყვანილი ვარდები გაუგზავნეს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, ქალებმა რამდენჯერმე ითხოვეს დახმარება სახელმწიფოსგან. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია