შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთის "გურია" კერძო კლუბი ხდება!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

"გურია თუდეის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი გუნდი იქნება ქართულ ფეხბურთში, რომელიც კერძო სექტორის მფლობელობაში გადავა. გუნდის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მმართველებს შორის "გურიას" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს. "აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი" _ აცხადებენ კლუბის პრესსამსახურში.

წყარო: "გურია თუდეი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია