შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დე ფაქტო КГБ-მ წნელისთან „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2019
„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა დღეს სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს. დე ფაქტო КГБ -ს ინფორმაციით, მათ აღადგინეს „სასაზღვრო ნიშანი და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა“. ამ „სასაზღვრო პოსტისკენ“ გაჰყავთ გზაც.

„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მოქმედება არ წარმოადგენს საფრთხეს საზღვართან მდებარე სოფლების კობისა და ჩორჩანას მცხოვრებლებისთვის და მიმართულია სასაზღვრო რეჟიმის დაცვის, რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, რომლებიც ზნაურის რაიონის საზღვრისპირა ზოლში ცხოვრობენ. ასევე მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის“ - ნათქვამია დე ფაქტო КГБ -ს განცხადებაში.

ამ ინფორმაციას „რესი“ ავრცელებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია