შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერგნეთში ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2019
ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება და საუბარი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას შეეხება. ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე მხარეები იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც საზღვრისპირა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს მხრიდან ბლოკპოსტის აშენების პროცესს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ქართულმა მხარემ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ რიგი ქმედებები მოჰყვა და ისინი საქართველოს აღნიშნული ბლოკპოსტის დაშლას სთხოვდნენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს. დე ფაქტო КГБ -ს ინფორმაციით, მათ აღადგინეს „სასაზღვრო ნიშანი და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა“. ამ „სასაზღვრო პოსტისკენ“ გაჰყავთ გზაც.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია