შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სადეზინფექციო სამუშაოები ბორჯომის სკვერებში

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020
ბორჯომის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლებმა სპეციალური ხსნარებით, ქალაქის მასშტაბით სკვერები დაამუშავეს.

დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ მინერალური წყლის ბიუვეტს, ასევე მიმდებარე ტერიტორიას, საფეხმავლო ბილიკებსა და აქამდე გარე-ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებს.

ამ დრომდე მუნიციპალიტეტში საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული სადეზინფექციო ღონისძიებების გარდა, გაირეცხა და სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ავტომოსაცდელები, სანაგვე კონტეინერები და ურნები. 





მუნიციპალიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მერიისა და ა(ა)იპ სამსახურების ჩართულობით, 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ასევე ცხელი ხაზი (0367) 22-33-55; (0367) 22-44-99; მოქალაქეებს 24 სთ განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია