შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სწრაფი ტესტებით ესპანეთში კატასტროფული შედეგი მიიღეს" - კახა კალაძე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2020
"ყველაზე მთავარია, რომ pcr ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. „რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს,არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამპასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ pcr ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ."  -განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ჩინურ კომპანიასთან, რომელსაც საქართველოში სწრაფი ტესტები უნდა შემოეტანა, ტესტების უხარისხობის გამო, ხელშერულება ანულირდა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია