შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ იქნება - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მარტი 2020
"დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. „შპს „პური“, დღიურად, 14 სახეობის 120 000 ცალ პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 300 ადამიანს შეადგენს. კომპანია „იფქლი" 37 სახეობის პურის წარმოებას ახორციელებს. ქარხნის წარმადობა დღეში 180 000 ცალი პურია. კომპანიაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული. საწარმოები აღჭურვილია ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით. მაქსიმალურად არის დაცული დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანიები თავად უზრუნველყოფენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია