შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

36 ლარი დენი, 114 ლარი ბუნებრივი აირი - ვის შეეხება შეღავათები ბორჯომში

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2020
ბორჯომის მოსახლეობას ბუნებრივ აირს კომპანია "სოკარ ჯორჯია" აწვდის. ამ კომპანიის აბონენტებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, თუ თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა დაახლოებით 114 ლარს შეადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტს თვეში აუნაზღაურდება ფაქტობრივი დავალიანება და არა სრულად 114 ლარი, ანუ ის, რამდენსაც დახარჯავს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" შემთხვევაში, რომელიც ელექტროენერგიას რეგიონებს აწვდის — შეღავათი იქნება მათთვის, ვინც თვეში მაქსიმუმ 36 ლარის დენს მოიხმარს.

კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის შეღავათები ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

მთავრობის ინიციატივა სამ თვეს შეეხება, კერძოდ: მარტს, აპრილსა და მაისს.


რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის მარტის თვის გდასახადი გადავიხადეთ

"სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის პირველი მოადგილის - ანტონ სამსონიძის განმარტება



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია