შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2020
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია დაავადებას ქმნიდა.
"სამწუხაროა, რომ მაშინაც კი, როდესაც ვეძებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს, რუსეთი ტრადიციულად ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოში, სადაც ეს ლაბორატორია მდებარეობს. რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია ქმნიდა დაავადებას, ნაცვლად მასთან ბრძოლისა", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ვიდეობრიფინგის დროს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია