შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნატო რუსეთისგან საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე აღდგენას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მაისი 2020
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს და მოითხოვს რუსეთმა "ღია ცის შეთანხმების" პირობები სრულყოფილად შესრულოს.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების უგულებელყოფა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებას.
მისი თქმით, რუსეთმა ასევე უნდა მოხსნას შეზღუდვები სადამკვირვებლო ფრენებზე კალინინგრადსა და რუსეთ-საქართველოს საზღვრებთან და "ღია ცის შეთანხმება" სრულად შეასრულოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია