შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სიუჟეტს გამოეხმაურა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მაისი 2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გუშინ, 25 მაისს, დღის ამბებში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე არხის არარსებობის გამო გამოწვეულ პრობლემას შეეხებოდა. რეპორტაჟში მოსახლეობა ამბობდა, რომ ყოველი წვიმის დროს ცენტრალური გზიდან ნაჟური წყალი მათი სახლის ეზოებში მიედინებოდა და ტბორავდა ბაღებს და აზიანებდა საცხოვრებელი სახლის საძირკველს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, borjomi.tv-ს განუცხადეს, რომ პროექტირების დასაწყებად შესაბამისი პროცედურები დაწყებულია და მისი დასრულების შემდეგ, განხორციელდება სამუშაოები.

"ამჟამად პროექტირების დასაწყებად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. პროექტირების დასრულების შემდეგ, დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი ვადები ცნობილი არ არის. პროექტი რომ დასრულდება, შემდეგ გვეცოდინება ყველაფერი დეტალურად. პრობლემის აღმოსაფხვრელად კეთდება ეს ყველაფერი, ამიტომაც ან სანიაღვრე არხი იქნება ან რაიმე ალტერნატიული გადაწყვეტა" - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გადადით ბმულზე და ნახეთ სიუჟეტი, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა: წვიმისგან დატბორილი ბაღები, ეზოები და დაზიანებული საძირკველი ბორჯომში



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია